პოლიტიკა
მივესალმები პარლამენტში არსებულ კონსენსუსს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმოადგენს მყარ საფუძველს იმისა, რომ თქვენს ქვეყანაში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას შორის მეტი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდეს. მსურს, მადლიერებით აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის დროს პარლამენტმა ქართული დემოკრატიის მშენებლობაში უფრო ძლიერი როლი შეიძინა.
წარმატებებს გისურვებთ უფრო ძლიერი პარლამენტის ჩამოყალიბებასა და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში ქართველი ხალხის სასარგებლოდ“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის წერილში.