უცხოეთი
ბულგარეთმა არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვარი გადაკეტა

1-bolgar-zar-2საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ბულგარეთის პრემიერ–მინისტრი ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ბულგარული პორტალი OFFNews.bg იტყობინება.

"მხოლოდ იმათ გავატარებთ, ვინც საზღვრის გადაკვეთას კანონით დადგენილი წესით მოისურვებს. დანარჩენებს არ გავატარებთ“,–განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ლტოლვილების მდგომარეობა ტრაგედიაა. მშვიდად ვერავინ ვერ უყურებს იმ სამიგრაციო კრიზისს, რომელმაც ევროპა მოიცვა. თუმცა ქვეყნის კანონი უნდა სრულდებოდეს“.

მისი თქმით, ბულგარეთის ხელისუფლება თურქეთის პოლიციასთან კონტაქტობს, რომელიც მიგრანტებს საზღვართან 40 კილომეტრზე ახლოს არ უშვებს.

თურქები მხოლოდ ავტომობილებს და სატვირთო მანქანებს ატარებენ.