ელტონ ჯონი: „უკრაინა გეების თანამეგობრობას უნდა შეუერთდეს“
საქართველო, 21 სექტემბერი,
საქინფორმი. ცნობილი მომღერალი
ელტონ ჯონი უკრაინას ურჩევს, გეების თანამეგობრობის წევრი ქვეყანა გახდეს. აღნიშნული განცხადება მუსიკოსმა „იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე გააკეთა“.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს დემოკრატიული საზოგადოება შექმნას, არ შეიძლება დარჩეს ქვეყნად, სადაც ყოველ წუთს და ყოველ წამს გეების, ლესბოსელების, ტრანსგენდერებისა თუ სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანების პირად ცხოვრებას ირონიით განიხილავენ. მგონი მოვიდა დრო, უკრაინა გეების თანამეგობრობას შეუერთდეს. მე მეგობრები და ახლობელი ადამიანები დამეხმარნენ გადამელახა შიში და მალევე, ჩემი ორიენტაციის შესახებ საზოგადოებას თამამად ვაუწყე. რამოდენიმე წლის წინ, უახლოეს წარსულში, მე და ჩემმა პარტნიორმა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრირეთ. ბედნიერი ვარ, რომ ამერიკის ხელისუფლებას ეყო გამბედაობა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მისცა საშუალება ოფიციალურად იქორწინონ. თავად რომის პაპმაც კი განაცხადა, რომ მას არააქვს უფლება მათი ცხოვრების წესი განსაჯოს. ასე, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს, აქ საგანგაშო არაფერია. დიდი სურვილი მაქვს უკრაინა გეების ნავსაყუდელ ქვეყნად იქცეს“... ელტონ ჯონის სიტყვების ციტირებას «Комсомольская правда» ახდენს.