საზოგადოება
გოგა ხაინდრავა: „პრეზიდენტის განცხადება არის ზეწოლის კლასიკური მაგალითი“. ჭკადუა: „9 წლის განმავლობაში გვქონდა პრეტენზიები მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით“. გოგიჩაიშვილი: „მოსამართლეებზე ზეწოლაზე პაპუაშვილი ლაპარაკობს დღეს...“

1-gogi-sazog-3-analitსაქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. გადაცემა 2030-ში გოგა ხაინდრავა კომენტარს აკეთებს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით: ძალიან საინტერესო პოზიცია არის, როდესაც აცხადებს ის, რომ მანამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, რომ დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ სასამართლოზე ზეწოლაზეა ლაპარაკი, პრეზიდენტის განცხადება არის ზეწოლის კლასიკური მაგალითი. იქნება ეცლია ჯერ სასამართლოსთვის, ის იმსჯელებდა რა გადაწყვეტილება აქვს მისაღები“, - განაცხადა, კერძოდ, ხაინდრავამ. აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს აკეთებს ადვოკატი ირმა ჭკადუა და აცხადებს: წინა 9 წლის განმავლობაში მოსამართლეები განიცდიდნენ ზეწოლას და ისინი იყვნენ წნეხის ქვეშ. საქმეები მიდიოდა სასამართლოში ცარიელი ყდებით, მხოლოდ და მხოლოდ, სახელი და გვარით. იქ არ ხდებოდა არანაირი სასამართლო გამოძიებები და გამოდიოდა განაჩენი, რომელიც თანხვედრაში იყო პროკურატურის პოზიციასთან. მოსამართლე, რომელიც შინაგანად იყო დათრგუნული 9 წლის განმავლობაში, ეს მოსამართლეებიც ერთ მშვენიერ დღეს გაიფურჩქნენ და გახდნენ თავისუფლები“, - აღნიშნა, კერძოდ, მან.
ლევან გოგიჩაიშვილი თქმით კი, მოსამართლეებზე ზეწოლაზე პაპუაშვილი ლაპარაკობს დღეს, მაშინ როცა 9 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.

იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად მართლა ხელი შეუწყოს სასამართლო დამოუკიდებლობას იმ მემკვიდრეობის ფონზე, რაც მივიღეთ ნაც. მოძრაობის 9 წლიანი რეჟიმისგან, ამ შემთხვევაში ნაც. მოძრაობამ ისარგებლა ამით და დაიწყო ხელის ფათური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა უმრავლესობაც არიან ნაციონალების დროს დანიშნულები. ადეიშვილის თანხმობის გარეშე არ ინიშნებოდა არავინ. პაპუაშვილი, ვარძელაშვილი – ისინი სარგებლობდნენ წლების განმავლობაში სხვადასხვა პრივილეგიებით. ბ–ნი პაპუაშვილი იყო სააკაშვილის იუსტიციის მინისტრი. მაშინ როდესაც მოკლეს ზურაბ ჟვანია... იმ პერიოდში იყო იუსტიციის მინისტრი, როდესაც მიმდინარეობდა სასამართლოზე ზეწოლა, მაშინ, როდესაც მოსამართლეები ინიშნებოდნენ ლოიალურობით და იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულებდნენ პროკურატურის და მთავრობის დაკვეთას. ამ ფონზე არის მოსული პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსული. 
მოსამართლეებზე ზეწოლაზე პაპუაშვილი ლაპარაკობს დღეს და 9 წლის განმავლობაში მას ხმა არ ამოუღია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბ–ნ პაპუაშვილი არის ანგაჟირებული პოლიტიკურად
“,  - განაცხადა, კერძოდ, გოგიჩაიშვილმა გადაცემა ,,2030 -ში“.