საზოგადოება
ბარაკ ობამა აშშ-ის არმიის ხელმძღვანელის პოსტზე ოფიციალურ ჰომოსექსუალისტ ერიკ ფენინგს ნიშნავს, რომელიც 25 წელი კონგრესსა და პენტაგონში მუშაობდა!

1baraq-saz-1-an-MTსაქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც BBC იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა, არმიის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინოს ერიკ ფენინგი და ის იქნება პირველი ღია გეი, რომელიც სამხედრო სამსახურის სამოქალაქო მდივანი გახდება.
47 წლის ფენინგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტია და ამ სფეროში ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მუშაობს. ის კურირებდა პენტაგონის უმსხვილეს პროგრამებს.

ფენინგის წარდგენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პენტაგონისთვის, სადაც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უკრძალავდნენ ღია გეი სამხედრო მოსამსახურეებს მსახურებას. აკრძალვის პოლიტიკა არ მოქმედებდა სამოქალაქო ლიდერებზე, როგორიცაა ფენინგი", - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

„ერიკს თან მოაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და გამორჩეული ლიდერის უნარები მის ახალ ამპლუაში", - განაცხადა ობამამ.

1baraq-saz-1-an-qv