უცხოეთი
მოსკოვი მზად არის, განიხილოს დამასკოს მიმართვა სამხედრო დახმარების შესახებ

1-damask-zar-2საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვში განიხილავენ სირიის ხელისუფლების მიმართვას სამხედრო დახმარების შესახებ, - განაცხადა  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

თუ იქნება მიმართვა, მაშინ ორმხრივი კონტაქტების, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მას განიხილავენ და იმსჯელებენ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემის განცხადების კომენტირებისას, რომ  მისი ქვეყნის ხელისუფლებამ შესაძლოა შესაბამისი თხოვნით რუსეთს მიმართოს.

უწინ  დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა მოსკოვს ასადის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებდა, რაზეც რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ მხოლოდ ახორციელებს უწინ გაფორმებულ კონტრაქტებს და, შესაბამისად, არავითარ კანონს არ არღვევს.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არ გაუგზავნია სამხედრო კონტინგენტი სირიაში. იქ მყოფი სპეციალისტები ეხმარებიან სირიელ კოლეგებს მიწოდებული ტექნიკის გამოყენებაში, რაც ასევე არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 15 სექტემბერს გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე დუშანბეში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი მზად არის გააგრძელოს დამასკოს დახმარება "ისლამური სახელმწიფოს" (აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში) ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეუერთდნენ  ბოევიკებს წინააღმდეგ ბრძოლას.