სამართალი
შსს-მ 187 აბი „ექსტაზი“ და კოკაინი ამოიღო

1-nark-samart-2საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში მცხოვრები ნათია . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 187 აბი „ექსტაზი“ და 0,04218 გრ კოკაინი ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 166 აბი - 7,2303 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს, ხოლო 21 აბი 0,10489 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ამფეტამინს და 0,0524 გრ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.