სამართალი
საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროს ივანე პაპიაშვილს და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე შეხვდნენ საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძვანელებს. საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა შს სამინისტროს კრიმინალისტიკური ლაბორატორია, თბილისის მთავარი სამმართველოს ორი სამმართველო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ და შსს-ს მომსახურების სააგენტო მოინახულეს.