აქტუალური
“100 ქართველი ახალგაზრდა ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს თბილისში მიიღებს“ - პრემიერი ღარიბაშვილი
1-students-aqtual-3საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ისტორიაში, - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა პირველი ამერიკული უნივერსიტეტის შემოსვლა საქართველოში, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, სტანდარტითა და ხარისხით, ამერიკულ განათლებას მისცემს.