პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჭუბერის მოსახლეობას შეხვდა
საქართველო, 18 სექტემბერი,
საქინფორმი. პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ სვანეთში იმყოფებოდა, სადაც „
ნენსკრაჰესის“ პროექტის დაწყების ღონისძიებას დაესწრო. ცერემონიის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაური ჭუბერის მოსახლეობას ესაუბრა. ადგილობრივებმა პრემიერს მიწის ნაკვეთების დაკანონებაში დახმარება სთხოვეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჭუბერის მოსახლეობას განუცხადა, რომ დღესვე დაავალებს იუსტიციის მინისტრს, გამოიყოს სამუშაო ჯგუფი აღნიშნული საკითხის შესასწავლად.