საზოგადოება
„დიდი ბრიტანეთის მხრიდან არავითარ ემბარგოზე და პრობლემებზე საუბარი აღარ არის“ - თინა ხიდაშელი“

1-embarg-sazog-3საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი თადაცვის უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენაში (DSEI 2015) მონაწილეობით გრძელდება. თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტირების სამსახურის მიერ ორგანიზებული გამოფენის ფაგრლებში კომპანია AIRBUS-ისა და THALES-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

კომპანიები, რომლებთანაც შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა, მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები ევროპის ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ფრანგული ხელშეკრულება მხოლოდ ერთჯერადი ქმედებაა, თუ არის გაგრძელების შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინვესტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მან დაგვიდასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან არავითარ ემბარგოზე და პრობლემებზე საუბარი აღარ არის. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ეტაპი საქართველოსთვის უკვე დასრულებულია და ჩვენ თავისუფალ რეჟიმში ვართ ყველა ქვეყანასთან“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„მოგვეცა შესაძლებლობა, გავიგოთ, თუ რა საჭიროებები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რა მიმართულებით შეუძლია დახმარება გაერთიანებული სამეფოს და რა საშუალებები არსებობს, რომ ორივე ქვეყნის კომპანიებმა ითანამშრომლონ და საქართველოს საუკეთესო აღჭურვილობა მიაწოდონ“, - განაცხადა, კერძოდ, გამოფენის პრესოფიცერმა ადამ თომასმა.