საზოგადოება
სასჯეღასრულების სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები
1-minister-sazog-1საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა მინისტრის კახა კახიშვილის დავალებით შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბერის გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად... ნებისმიერი ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოხდა ამ განჩინებით განსაზღვრული აღკვეთი ღონისძიების სახის (პატიმრობის) შეცვლა/გაუქმება.  „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
პროცესის მონაწილე მხარეებს, მათ შორის ბრალდებულს ან/და მის დამცველს უფლება აქვთ თავად მიმართონ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით.
პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაათავისუფლოს ბრალდებული პატიმრობიდან, თუ შესაბამისი საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.