რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რა მიზნით აპირებს ვიღაც ლიკა ზახაროვა, შექმნას საქართველოში კაზაკთა 5-ათასიანი საბრძოლო რაზმი რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთაგან?!

1-avant-pol-1-mtროგორც ცნობილია, გუშინწინ, 2015 წლის 16 სექტემბერს, საქინფორმმა გამოაქვეყნა 3 მასალა სხვადასხვა ინტერნეტრესურსიდან:
1. ავანტიურისტმა ლიკა ზახაროვამ, იმავე - ანჟელა ზახარიანმა, გამომტყუა ჩემი ფაქსიმილეს ასლი, „მრავალეროვანი საქართველოს კაზაკთა თემების აღორძინების საერთაშორისო სოციალურ - ეკონომიკური ცენტრისბეჭდის ასლთან ერთად
2. «Сварчук, он же Бендер, он же Энвер, он же Корейко» - ПОСОЛЬСТВО И СООТЕЧЕСТВЕННИКИ: СХЕМА ВЕЗДЕ ОДИНАКОВА - ВЫДЕЛЯЕТСЯ ПРИЛИЧНАЯ СУММА, КОТОРАЯ «РАСПИЛИВАЕТСЯ»…
3. «Голубая политика» - Руководитель Секции интересов РФ не должен смотреть на Грузию глазами Сварчука!
როგორც ხედავთ, ორი მათგანი ვალერი სვარჩუკს - „Отчизна“-ს თავმჯდომარეს, ხოლო ერთი - ლიკა ზახაროვას - „Славянский конгресс“-ის თავმჯდომარეს ეხება. ეს მასალები უწინ ინტერნეტში, სხვა, ჩვენ მიერ რეპუბლიკაციის დროს მითითებულ წყაროებზე გამოჩნდა, მაგრამ მათმა გამოქვეყნებამ საქინფორმზე, სააგენტოს მკითხველთა დიდი აუდიტორიისა და ავტორიტეტის გამო, რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და აჟიოტაჟი  -  აღნიშნული პუბლიკაციების მთავარ გმირებში.

ამ უკანასკნელთა გასაგონად, მინდა შევახსენო, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ მედიას სრულფასოვანი და თანაბარი ქართული და რუსული ვერსიებით, რომელიც დამოუკიდებლად და ობიექტურად აშუქებს და აანალიზებს მოვლენების ფართო სპექტრს  საქართველოსა და საზღვარგარეთ. მიუხედავად საქინფორმზე მრავალრიცხოვანი თავდასხმებისა და მუქარისა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი დიქტატურის პერიოდში, ჩვენ ვერც გაგვტეხეს, ვერც დაგვაშინეს, იოტისოდენადაც ვერ შეგვაცვლევინეს სარედაქციო პოლიტიკა. მეტიც - რედაქციის თანამშრომლების ლამის სამშობლოს მოღალატეებად მორიგი შერაცხვიდან, ან მის მთავარ რედაქტორზე ფიზიკური თავდასხმიდან მეორე დღეს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით განვაგრძეთ ბრძოლა ქართულ - რუსული ურთიერთობების დასარეგულირებლად. ერთი თვის წინ კი უმსხვილესმა ამერიკულმა ინსტიტუტებმა - IRI და NDI - და მათმა ქართველმა კლო(უ)ნებმა, მსხვილი NJOებისა და „ექსპერტების“ სახით, წარმოადგინეს თავისი „გამოკვლევების“ შედეგები, რომელთა თანახმადაც საქინფორმი, „ობიექტივთან“ და „ასავალ-დასავლთან“ ერთად,  საქართველოში რუსეთის „რბილი ძალის“ ფლაგმანს წარმოადგენს და სწორედ ჩვენი წყალობით ზემონახსენები ამერიკული ინსტიტუტების მიერ გამოკითხულთა 30%-მა აირჩია არა ევროპული, არამედ ევრაზიული კავშირი.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი „ამხანაგისთვის“ ილუზიების გასაფანტავად - როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, საჭიროდ მივიჩნევ კიდევ ერთელ ხაზგასმით აღვნიშნო: საქინფორმისათვის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო, არის და იქნება საქართველოს, და არა რუსეთის, ევროპის თუ ამერიკის ინტერესები! არ არსებობს ინსტანცია და მეთოდი, ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას რომ შეცვლის, რომელიც ეფუძნება საქინფორმის ჟურნალისტთა, ანალიტიკოსთა კოლექტივისა და მთავარი რედაქტორის გულწრფელ რწმენას. დამსახურებული კრიტიკის წილს უწინდებურად მიიღებენ თბილისშიცა და მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც. საქართველო ჩვენთვის სამშობლოა, რომელიც ამხანაგებსა და მეგობრებზე, ნათესავებსა და ახლობელბზე, ოჯახსა და შვილებზეც კი მაღლა დგას! იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სურვილები და ამბიციები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან კოლიზიაში შევა, ჩვენ უყოყმანოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მხარეზე დავრჩებით და დავიცავთ მათ! სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზებით საქინფორმი დღეს დამსახურებულად ასრულებს მნიშნელოვან როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, ასევე მან დაიმსახურა უბრალო ადამიანების - მისი უდიდებულესობა მრავალეროვანი საქართველოს ხალხის სიყვარული.

რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? საქმე ისაა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავისუფლების სურნელით გაბრუებული, სოროებიდან გამოძვრა ათასი ჯურის „რუსეთთან მეგობრობისათვის მებრძოლი“. ეს გასაგებიცაა, დღეს ხომ ამის გამო არ რისკავ მერაბიშვილის ზონდერბრიგადების მიერ დღისით-მზისით ქუჩაში ჩაცხრილული, ციხეში მამათმავლების მიერ ხელკეტით ანალური და ორალური ხვრელებიდან გაუპატიურებული, ან „ჯაშუშური“ სერიალი „ენვერის“-ს გმირი აღმოჩნდე...

ღმერთი შეეწიოთ, ყველა გმირი ხომ ვერ გახდება და მოსკოვშიც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ გამოიტანეს გაკვეთილი „განვლილი მასალიდან“ და მუშაობას ძველებურად ინერციით აგრძელებენ. მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როცა მათი ამბიციები მათსავე გონებაზე მძლავრობს და ცდილობენ, აქეთ გვასწავლონ რამე! მიუხედავად იმისა, რომ გუშინწინ სვარჩუკის შესახებ საქინფორმზე ორი პუბლიკაცია დაიდო, ხოლო ზახაროვაზე - მხოლოდ ერთი, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სვარჩუკმა ამის შემდეგ ერთხელაც არ დაგვირეკა თავისი უკმაყოფილების გამოსახატავად, თუმცა შეეძლო, ვინაიდან დიდი ხანია და საკმაოდ კარგად მიცნობს (შესაძლოა, ამიტომაც არ დაგვირეკა!), რასაც ვერ იტყვი ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობ ზახაროვაზე, რომელმაც ყველა ჩვენს e-mail-ზე აღშფოთებული წერილი გამოაგზავნა ჩვენთის უცნობი მოქალაქისგან, გვარად „გოგიძე“ (დაუზუსტებელი ინფორმაციით, მისი ქმრის); ამავდროულად განათავსა იგივე ტექტსი იმავე უცნობი მამაკაცისგან Facebook-ზე; ასევე, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩემი უახლოესი მეგობრები, რომლებმაც მისი თხოვნით მირეკავდნენ. ძირითადი არგუმენტი იყო - ზახაროვა აწყობს ბიჭებს მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში, ამიტომ ის - კარგი გოგოა...

სამწუხაროა, რომ NJOების ლიდერების როლზე პრეტენზიის მქონე ადამიანებს, როგორიც ზახაროვაა, რომლებსაც ამბიცია აქვთ, ადამიანთა ბედით განაგებდნენ, წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს მედიის დამოუკიდებლობა, ჟურნალისტური საქმიანობის და სიტყვის თავისუფლება და თავს უფლებას აძლევენ, ასწავლონ მთავარ რედაქტორს - რისი გაკეთება ეგების და რისი - არა, და მოსთხოვონ „შეცდომის გამოსწორება“, თითქოს საქინფორმი ზახაროვას სასკოლო რვეული იყოს! კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ზახაროვას პასკვილი სავსეა შეურაცხყოფით საპატივცემო ასაკის დამსახურებული ადამიანის - საქართველოში რფ-ის ცენტრალური კაზაკთა ჯარების საჯარისო კაზაკთა თემის სრულუფლებიანი წარმომადგელის, მეტეოროლოგიური აკადემიის აკადემიკოსის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს დამსახურებული ინჟინრის, მრავალეროვანი საქართველოს კაზაკთა თემების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრის ატამანის, ორდენოსნის, ვეტერანის, გენერალი გილარი ბაქრაძის მისამართით.

ვსარგებლობ შემთხვევით და შევახსენებ ზახაროვას და ამავდროულად - ყველა დანარჩენსაც: საქინფორმის მთავარ რედაქტორზე, მისი მეგობრების მეშვეობით ზეწოლის მოხდენა, მისი ოჯახის წევრებზე ჩივილის გზითაც კი - უღირსი, უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიულია! სასაცილოა, ეს ხომ თავად პრეზიდენტ სააკაშვილსაც არ გამოუვიდა, მთელი თავისი რეპრესიული აპარატით და თქვენ მით უფრო არ გამოგივათ!

თუმცა, ეს აჟიოტაჟიც გასაგებია - საქმე ისაა, რომ უკვე სამი დღეა, რაც თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული,  რფ-ის ინტერესთა სექციის ახალი ხელმძღვანელი  გორელოვი ვადიმ ნიკოლაის ძე (რუსეთის დე-ფაქტო ელჩი საქართველოში) და მის წინაშე მომგებიანი სახით წარმოჩენა - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ზოგიერთი „ამხანაგისათვის“. ეს ბოლო შანსია ზახაროვასთვის, რადგან რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხაილ ხუბუტიამ მას ფული არ მისცა და კუდამოძუებული გაუშვა!

თუმცა, თუ ზახაროვას ბატონი გორელოვი არ მოეწონება, ის მასაც „მოხსნის“, როგორც „მოხსნა“ მისი წინამორბედი - ანდრეი ვასილის ძე სმაგა (როგორც ყველგან იკვეხნის)...

კიდევ, იგი ყველგან წარადგენს საკუთარ თავს არა მარტო საქართველოს რუსული დიასპორის ხელმძღვანელად, არამედ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახედ, რომელიც ხშირად ესაუბრება ბიძინა ივანიშვილს, რაც, ასევე, უსინდისო ბლეფია! მეტიც, ქვემოთ წარმოდგენილია დოკუმენტი „ჩაშვების“ საუკეთესო ტრადიციებში - შარიანი ზახაროვას ცილისწამებლური დასმენა მოსკოვში, საიდანაც ჩანს, რომ ლიკა-„ატამანკას“ სურს გილარი ბაქრაძის და მასთან ერთად ვალერი სვარჩუკის მოხსნა, რომ შექმნას საქართველოში თავისი, კაზაკთა 5-ათასიანი საბრძოლო რაზმი (დივიზია!) და დააკომპლექტოს ის რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებით! შემთხვევით, ისეთივე კაზაკთა რაზმის შექმნა ხომ არ სურს ლიკა -„პულემიოტჩიცას“, ქართველების სისხლს რომ სვამდნენ აფხაზეთში?! ხოლო ატამანის მოადგილედ დაინიშნოს, როგორც ზახაროვა თავად წერს, „ჩემი ქმარი გოგიძე“ (დედით არლანოვ-დეიკუნი), „რასაც ბაქრაძე მას შეჰპირდა, მაგრამ არ დანიშნა“. (ადრესატის - რუსი მაღალჩინოსნის გვარ-სახელი, ასევე რეზოლუცია ქვემოთ დაფარულია საქინფორმის მიერ, რათა საქმეში არ გარიოს ადამიანები, რომლებიც ზახაროვას ინიციატივაში არ არიან ჩართული). აი, თურმე, რაშია საქმე! აი, თურმე რატომ გადაიქცა გილარი ბაქრაძე ზაქაროვასთვის მეგობრებიდან - მტრად! მაშინ გასაგებია, რატომ შექმნა ზაქაროვამ საქართველოში „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და მის პრეზიდენტად ისევ ზემოთ ბერჯერ ნახსენები გოგიძე  დანიშნა (მისი ქმარი და ამავფროულად მოადგილე „Славянский конгресс“-ში) - რომ 5 ათასი კაზაკი, პირველივე მის ბრძანებაზე გაუსწორდეს მისთვის საძულველ  „ქართველ ფაშისტებს“!
ინფორმაცია კი მისი კავშირების შესახებ მერაბიშვილის დროს გადაბირებულ სპეცსამსახურების ზოგიერთ აგენტთან სერიოზულ შემოწმებას ექვემდებარება, ჟურნალისტური გამოძიება ხომ ისეთივე მხიარულ თავგადასავლად გადაქცევას გვპირდება, როგორიც „ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღია“...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 18 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

1-avant-pol-1-qve