სამართალი
შს მინისტრი საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

1-francia-samart-3საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახალ ატაშე ბრუნო ბალდუკთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩ რენო სალენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს საქმიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ფრანგ სტუმრებს სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.