სამართალი
შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

1-bangladeS-SAMART-2საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე ჰუმაიუნ . საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.