საზოგადოება
კომერციულ ბანკებში დოლარმა 2.56 - ს მიაღწია

1-larebi-sazog-1საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ბოლო მონაცემებით, ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთ დოლარის ღირებულებამ 2.56 ლარს მიაღწია.
"საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.54 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.38 ლარად.
"თიბისი ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.5000 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.4100 ლარად.
"ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5650 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3810 ლარს მიიღებს.

ბანკ "ქართუში" 1 დოლარის შეძენა მომხმარებელს 2.5000 ლარად შეუძლია, მისი გაყიდვა კი  2.4000 ლარად.
"ლიბერთი ბანკში" 1 დოლარის შეძენა 2.5300 ლარადაა შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4000 ლარად.
დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკში". აქ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4760 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4160 ლარს მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა.