აქტუალური
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს, რომელსაც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს.
მინისტრი კახა კახიშვილის ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დაწესებული ვიდეოპაემნის, ერთი ოფისიდან მეორე ოფისში გადასვლისა და სხვა ასეთი ტიპის გადასახადები გაუქმდება.