აქტუალური
თბილისში ალიევის სახელობის უნივერსიტეტი დაიხურა

1-Alie-aqtual-2საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელობის ქართულ-აზერბაიჯანულ ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა არსებობა შეწყვიტა. უნივერსიტეტის პრეზიდენტი ნავრუს ბაირამოვის განცხადებით, უნივერსიტეტმა ლიცენზია გასულ წელს მიიღო, თუმცა, წელს ის ჩამოართვეს. ბაირამოვის განცხადებით, ლიცენზია უნივერსიტეტს განათლების სამინიტროს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა ჩამოართვა. ლიცენზიის ჩამორთმევის შემდეგ, წელს სტუდენტების მიღება არ შედგა.

ამ დროისთვის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,ახალი უმაღლესთან“ არის გაერთიანებული. უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში კი ევროპული განათლების ცენტრია შექმნილი.