„ანტიდისკრიმინაციური კანონის მიღების დროს, ჩვენ კენჭი მამათმავლობას ვუყარეთ“ - სოსო ჯაჭვლიანი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა.
„მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალის და კაცის თანაცხოვრება. მეორეს მხრივ, მინდა დავაფიქსირო სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, ჩვენ თვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას – ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, მოევლინონ ჩვენს შვილებს პედაგოგებად სკოლებსა და ბაღებში. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, თავიანთი ცხოვრების წესს გაუწიონ პროპაგანდა, აგიტაცია. ამ კანონის საფუძველზე ჩვენს მიერ მათი მხილება, პროპაგანდაში ხელის შეშლა, დასჯადი გახდა.
შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლილებები და მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია", რათა მომავლში ვეღარ დაშენდეს მასზე, იქნება ეს ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ასე შემდეგ. იმედს გამოვთქვამ, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ინიციატივას. თუნდაც დღეს ეს კანონი არ გავიდეს, მომავალში მაინც შევქმნით პრეცენდენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ. ძალიან ბევრი ადამიანია ამ პარლამენტში, ვინც ფიქრობს ისე, როგორც მე. ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი და გიორგი ბარამიძის დამოკიდებულება. გიორგი ბარამიძე ახლა დარბაზში არ იმყოფება და მინდა, მისმა მეგობრებმა გადასცენ: - თუ ამ ცვლილებებს გიორგი ბარამიძე მხარს დაუჭერს, მე მისი მეგობარი გავხდები", – განაცხადა, კერძოდ, სოსო ჯაჭვლიანმა.