საზოგადოება
რთველი 2015-ის მთავარი გამოწვევების შესახებ გადაცემა 2030 ში ლევან დავითაშვილმა და კომპანია “თბილღვინო”-ს დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა ისაუბრეს
1-rtveli-sazog-3საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა რთველი უკეთ ყოფილიყო ორგანიზირებული და დაკმაყოფილებული ყოფილიყო როგორც მევენახეების, ისე მეღვინეების ინტერესები. წელს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება, ამიტომაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო, გარდა დაფიქსირებული ფასისა, სთავაზობს მევენახეებს კომპენსაციის სახით, სუბსიდიას. ზურაბ მარგველაშვილის შეფასებით, წლევანდელი რთველის ძირითადი გამოწვევებია ყურძნის ფასის ზრდის შედეგად შემცირებული გაყიდვები და რუსეთში ღვინის ექსპორტირების შემცირება, ამიტომაც წელს ყურძენზე ფასი პირდაპირ დაკავშირებულია მოთხოვნასთან.