საქართველოში საწვავი აღარ გაძვირდება
საქართველოში საწვავის გაძვირება მოსალოდნელი აღარ არის. ამ განცხადებას ნავთობპროდუქტების კავშირში ბენზინისა და დიზელის ბოლო გაძვირებიდან ერთ კვირაში აკეთებენ. კავშირის ხელმძღვანელის განმარტებით, დოლართან ლარის გამყარებით, ბენზინსა და დიზელზე ფასების მომატება არ იგეგმება.
როგორც ნავთობპროდუქტების კავშირში საქინფორმს განუცხადეს, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისთვის ფასების გაზრდა ხელსაყრელი არ არის, ვინაიდან, რაც უფრო დაბალია ფასები, მით უფრო მეტია რეალიზაცია. ბოლო პერიოდში ფასებმა 5 თეთრით რამდენჯერმე მოიმატა და დღევანდელ ნიშნულს მიაღწია. ნამდვილად არ არის ხელსაყრელი რეალიზატორებისთვის ფასების ზრდა“. ინფორმაციისთვის: ნიუ იორკის ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ნავთობი კიდევ 0,82 დოლარით გაძვირდა და ბარელზე 88,61 დოლარს მიაღწია.