სამართალი
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 35.1%-ით შემცირდა

1-gela-SAMART-3საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის შეძენა 2.4170 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4015 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.0155 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ერთი ევროს შეძენა 2.7315 ლარად არის შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7185 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0130 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 195.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 35.1 პროცენტით (45.7 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა.