შსს-მ ბათუმში ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საქართველო, 16 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი
რუსლან დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, "გოლდ სთარ 2002"-ის მოდელის პისტოლეტი, 3 საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალების 3 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0311 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.