საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ ოფიციალურ შეხვედრებს ლონდონში აგრძელებს

1-london-SAZOG-3საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს რეზერვის საკითხებში და თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივან ჯულიან ბრაზიერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული თავდაცვის სამინისტროებს შორის მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბრიტანეთი აგრძელებს უღიარებლობის პოლიტიკას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.

ბრიტანულმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მზად არის საქართველოს საექსპერტო დონეზე პრაქტიკული მხარდაჭერა აღმოუჩინოს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შექმნისა და დახვეწის გზაზე. როგორც ჯულიან ბრაზიერმა აღნიშნა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის, განიხილოს JTEC-ის სწავლებებში ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების ჩართვის საკითხი.

შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას. ბრიტანეთი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.