საზოგადოება
კახა შარტავა ”ეროვნული ფორუმის” თვითლიკვიდაციაზე საუბრობს

erovnuli-forumi"ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა პარტიის თვითლიკვიდაციას არ გამორიცხავს. როგორც საქინფორმს „ეროვნულ ფორუმში“განუცხადეს, თებერვალში პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, მოხდება თუ არა თვითლიკვიდაცია. შარტავას განმარტებით, ყოველ ყრილობაზე პარტიამ საკუთარ საქმიანობას უნდა გადახედოს, შეაფასოს, რა გააკეთა, ჩამოყალიბდა თუ არა პოლიტიკურ მანქანად და, თუ "არ ვარგა", შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

თუმცა, შარტავას თქმით, პარტია ამ ეტაპზე საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში და ''სახალხო კრებაშია'' ჩართული, ამდენად, პარტიის უფუნქციობას ვერ ხედავს. შარტავას თქმით, რამდენად მზად იქნება პარტია გამოწვევებისთვის, ყრილობაზე უნდა გადაწყდეს. სწორედ ყრილობაზე შეაფასებენ, ჩამოყალიბდა თუ არა პარტია რეალურ პოლიტიკურ მანქანად.