საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩაის წარმოების აღდგენა არის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის. ვაპირებთ ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება“

1-Cai-SAZOG-2საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში ფარგლებში, ოზურგეთში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე „გეოპლანტის“ ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა. ახლადგახსნილი საწარმო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაათვალიერა.

ჩაის წარმოების აღდგენა არის ერთერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის. ჩემი დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ჩაის წარმოების განვითარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება მთავრობის სხდომაზე. ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება, ხელი შევუწყოთ ამ დარგის წახალისებას საქართველოში. ეს გამოიწვევს პლანტაციების აღდგენას“,– განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩინური მხარე საქართველოდან ჩაის ექსპორტით  დაინტერესდა.

ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი და ოზურგეთში გაიხსნა ჩაის დასაფასოებელი საწარმო, სადაც ადგილობრივ გლეხებს საშუალება ექნებათ, მოვიდნენ და ჩააბარონ ჩაი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის "გეოპლანტის"დირექტორს მიხეილ ჭკუასელს", - განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა.