საზოგადოება
თბილისში ვეტერანებს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტა ამიერიდან საკუთარი რაიონების გამგეობებში შეეძლებათ. ვეტერანს 100 წელი შეუსრულდა

1-vet-saz-1-mtavarსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, თბილისის მერიასთან ერთად, ქალაქის ათ გამგეობაში საკუთარ წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ სამსახურებს ქმნის. თბილისში სულ  19 557 ვეტერანი ცხოვრობს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინირებულად იმუშავებს და თბილისში მცხოვრებ თითოეულ ვეტერანს ყველა საკითხის  გადაწყვეტაში უფრო ოპერატიულად დაეხმარება.
გუშინ თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ჭიალაია და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ადგილზე გაეცნენ ვაკის რაიონის გამგეობაში ვეტერანების საკითხებზე მომუშავე განყოფილების აქტივობებსა  და სამომავლო სტრატეგიას.

დიდი სამამულო ომის მონაწილეს ნიკოლოზ სპირიდონის ძე ფოფხაძეს 100 წელი შეუსრულდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ და ვაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ჭილაიამ ვეტერანს იუბილე პირადად მიულოცეს და ელექტროღუმელი, მაცივარი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ფულადი დახმარება გადასცეს.

1-vet-saz-1-qve