საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ჩინური კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“ მზად არის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა – საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა TCC–ის წარმომადგენლებთან მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
TCC-ს ინიციატივით, აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო - China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) და მსოფლიოში უმსხვილესი ბანკი - Industrial and Commercial Bank of China (ICBC).
TCC–ი ჩინეთის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, მისი წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.