აქტუალური
ვაშა! აღსრულდა! “ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას!” - განაცხადა ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარე ილირ მეტამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ
1-ura-AQTUAL-1საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც წარმატებული რეფორმების გაზიარებას ისახავს მიზნად. ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მისწრაფებას, გაწევრიანდეს ნატოში. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება. პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ალბანეთის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარე ილირ მეტამ.