უცხოეთი
აშშ-მა გააფრთხილა რუსეთი სირიაში ასადის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
1baSar-zar-3საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის გადაწყვეტილება, იმოქმედოს სირიაში ცალმხრივად, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებს გარეთ, შესაძლება შეფასებული იქნას, როგორც  პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერა და  რუსეთის შემდგომი იზოლაცია გამოიწვიოს, - განაცხადა სამშაბათს Reuters-მა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ჯოშ ერნესტის სიტყვებზე დაყრდნობით. ერნესტმა აღიარა, რომ რუსეთს სირიაში აქვს კანონიერი ინტერესები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. სწორედ ამიტომ მან მოუწოდა რუსეთს, გადახედოს თავის მიდგომას იმის მიმართ, თუ როგორ შეუძლია თავისი მოქმედებების კოორდინირება საერთაშორისო კოალიციასთან „ისლამური სახელმწიფოს“ (IG) წინააღმდეგ ბრძოლაში. ერნესტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შესაძლოა ეს საკითხები უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილოს. "არსებული სირთულეების ფონზე, პრეზიდენტი ობამა მიიჩნევს, რომ მასსა და პუტინს შორის არსებობს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც საშუალებას აძლევთ, ერთმანეთთან გულახდილი იყვნენ", - მოჰყავს მისი სიტყვები სააგენტო AP-ს.