უცხოეთი
პუტინი: რუსეთი - "ისლამური სახელმწიფოს"გეგმებში შედის

1asad-zar-2საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. სიტუაცია სირიაში ძალიან სერიოზულია, „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს სირიასა და ერაყში, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე დუშანბეში.

"სიტუაცია სირიის გარშემო, საქმის ვითარება აქ ძალზე სერიოზულია. ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს ერაყსა და სირიაში. ტერორისტები აცხადებენ, რომ უკვე თვალი უჭირავთ მექაზე, მედინასა და იერუსალიმზე", - განაცხადა მან.

მათ გეგმებშია აქტივობის გავრცელება ევროპაში, რუსეთში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მით უფრო, რომ მათ რიგებში მიმდინარეობს იდეოლოგიური დამუშავება და გეგმავენ მომზადებას  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბოევიკები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდან, ასევე - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან“, - დასძინა  რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელმა.