კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
საქართველო, 15 სექტემბერი,
საქინფორმი. სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 13 სექტემბრის 20:17 სთ-დან 14 სექტემბრის 01:03 საათამდე კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, თელავის და ყვარლის რაიონებში შემოსული რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა.
გასროლილი იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რამაც რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე არსებული სასოფლო სამეურნო სავარგულები გადაარჩინა დასეტყვას. აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების სრული ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.