სამართალი
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

1transnac-SAMART-2საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
თბილისის საქალაქო სასამართლომანადის მოქალაქის კუთვნილი 75 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით დამნაშავედ სცნო.

საქართველოს მთავარ პროკურატურას კანადის მოქალაქემ კურტის მარტინ მაკმილანმა მომართა და განაცხადა, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მისივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით, კანადიდან საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით თანხა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 3 პირი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა კანადის მოქალაქეს მისი ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 75 000 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირები, მათ შორის ერთ-ერთი ნიგერიის მოქალაქე, ასევე ამოღებულ იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 75 000  აშშ დოლარი“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.