სამართალი
მღებრიშვილი: „გადავწყვიტე, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების შვილების გვერდზე მათი მამების კოლეგები დავმდგარიყავით”

1geroi-SAMART-1საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. 2015 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის შვილებისთვის მამის გარეშე პირველი სასწავლო წელია. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბექა მარგიშვილის შვილი – ოთარ მარგიშვილი სკოლაში პირადად წაიყვანა, ხოლო გიორგი ბერუაშვილის შვილი, მარიამ ბერუაშვილი - მამამისის მეწყვილე გიორგი მახარაშვილმა.
სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების  შვილებს - უფროსკლასელებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადასცეს, თავად ავტორის და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სამახსოვრო წარწერებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი - სასკოლო ჩანთა, მაჯის საათი სიმბოლური წარწერით და სასკოლო ნივთები.

არის მომენტები, როდესაც მამის გვერდით დგომა განსაკუთრებით გჭირდება... სწორედ ამან გადამწყვეტინა, რომ დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ჩვენი პოლიციელების შვილების გვერდზე მათი მამების კოლეგები დავმდგარიყავით", - განაცხადა, კერძოდ, გიორგი მღებრიშვილმა სკოლაში სტუმრობისას.