პოლიტიკა
„უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს“- საზოგადოება „მოქალაქის“ განცხადება

1Uta-POLIT-3საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. საზოგადოება „მოქალაქე“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოება „მოქალაქე“ აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია - უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე - სამომავლოდ“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.