საზოგადოება
„საქართველოს ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს, როგორც ერთ-ერთ სანდო პარტნიორს და დასაყრდენს კავკასიაში, „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის“ ფარგლებში“ - ღარიბაშვილი
1kitai-SAZOG-3-ANALITსაქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩინეთს სურს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთან. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელს რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ჩინეთის ბაზარი რას ნიშნავს, ეს მეწარმეებმა ჩემზე უკეთ იციან. ჩვენს მეწარმეებს ეხსნებათ უზარმაზარი ბაზარი. ჩვენ გავხსენით ბაზარი ევროკავშირთან, ვიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობას ჩინეთთან, ჩვენი პრაგმატული და სწორი პოლიტიკის შედეგად რუსეთის ბაზარი ხელახლა გაიხსნა, რაც ასევე ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. მთავრობამ მოკლე დროში ყველაფერი გააკეთა, რომ ახალი ბაზრები და შესაძლებლობები გაგვეხსნა ჩვენი მეწარმეებისთვის. ახლა მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებენ გიგანტი ჩინური კომპანიები. შევეხეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის პორტი, მაგისტრალების მშენებლობა, მათ შორის მილიარდ 300 მილიონიანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც რიკოთის უღელტეხილზე ვგეგმავთ. ჩინური კომპანიები დაინტერესებულნი არიან ინვესტირებით. ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ისტორიული მისია“, - განაცხადა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა.