აქტუალური
„განათლება ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1obraz-AQTUAL-2-mtavarსაქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა წილკანში გახსნილ 450 მოსწავლეზე გათვლილ ახალ სკოლაზე, რომლის მშენებლობა 3 მილიონი ლარი დაჯდა და რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებით, ბიბლიოთეკით, სავარჯიშო დარბაზებით. ასეთი სკოლები გვჭირდება, იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი მომავალი თაობა აღვზარდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
წლის ბოლომდე 20 ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 1000 სკოლა გარემონტდა.
განათლების ბიუჯეტი გასულ წლებში 640 მილიონი იყო და წელს 900 მილიონზე მეტია. დღეიდან გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები და მომავალ წელსაც გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულის და მოტივაციის მიმცემი იქნება ჩვენი პედაგოგებისთვის. ისინი სახელმწიფოსგან ღირსეულ დაფასებას იმსახურებენ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა განათლების მინისტრს ასევე დაავალა 20 საუკეთესო სპეციალისტის შერჩევა, რომელსაც კომპანია Huawei ჩინეთში უფასოდ გადაამზადებს.

1-obraz-aqtual-2-1 1obraz-aqtual-2-2