აქტუალური
„გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო“, - ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასის მთავარი გზავნილი ქართველ კოლეგა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე

1-germ-AQTUAL-1საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გრძელდება. გუშინ თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგა იუზას ოლეკას შეხვდა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ კოლეგებმა ოფიციალურ შეხვედრაზე გადაინაცვლეს.

თინათინ ხიდაშელმა კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარ მიზანი 2016 წლის ვარშავის სამიტის წინ საქართველოსთვის ერთიანი, ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერებაა.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, „მნიშვნელოვანია, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა ზუსტად იცოდნენ, რას ვითხოვთ 2016 წლისვარშავის სამიტიდან“ - ეს არის ხელშესახები შედეგი, რომელიც ადეკვატური პასუხი იქნება საქართველოსთვის, როგორც ნატოს ყველაზე სანდო და გამორჩეული პარტნიორისთვის“.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ლიტვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა თავის მხრივ, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა.