რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივე როი ჯონს-უმცროსს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა
საქართველო, 14 სექტემბერი,
საქინფორმი. შესაბამისი ბრძანებულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ 46 წლის ჯონსმა 20 აგვისტოს განაცხადი შეიტანა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე. იგი ასევე ესტუმრა ყირიმს და ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
"დაკმაყოფილდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1969 წლის 16 იანვარს დაბადებული ჯონს მლ. როი ლევესტის განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებაზე", - ნათქვამია ბრძანებულებაში.