უცხოეთი
სააკაშვილმა ოდესის ოლქის რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებად დაქირავებული ფერადკანიანები დანიშნა, რომლებიც დონეცკის აეროპორტში იბრძოდნენ!

1-naem-zar-2-anსაქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. აი, როგორ განმარტა სააკაშვილმა ფერადკანიანების დანიშვნა ოდესჩინის რაიონების ხელმძღვანელებად თავის Facebook - გვერდზე: „დღეს ჩემი წარდგინებით პრეზიდენტმა  ოდესის რაიონული ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი დანიშნა. თითქმის 7 000 კანდიდატიდან საბოლოოდ უპრეცედენტო ღია კონკურსის ფონზე შერჩეული იქნა 26 ახალგაზრდა, სახელმწიფო სამსახურებში ყოველგვარი გამოცდილების გარეშე. მაგალითად მიშა ტიტარჩუკი კონგოში  ხელმძღვანელობდა მრავალათასიან კოლექტივს სამთო-საბადოების ბიზნესში. მას შემდეგ, რაც მისი ძმა გახდა ერთ-ერთი უკრაინელი კიბორგი, რომელიც დაეცა დონეცკის აეროპორტის ბრძოლებში, მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო უკრაინაში და  კონკურსში მონაწილეობის მიეღო. ტესტირების  და დამოუკიდებელი კომისიის გავლის  შემდეგ იგი  ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის ხელმძღვანელად დაამტკიცეს. ეს გახლავთ დიდი პოტენციალის მქონე და ამავე დროს მძიმე კრიმინალური პრობლემების რაიონიც, სადაც უკრაინის მტერი ყოველთვის ცდილობს გააღვივოს სეპარატისტული განწყობა.

ასე რომ, ისეთი ადამიანები, როგორიცაა მიშა,  მოდიან  სამოქალაქო სამსახურში, სადაც მათ  ადრე არ დაუშვებდნენ და თავადაც  ნაკლებად ექნებოდათ ამის სურვილი, უკრაინას იმედს უღვივებს“.