სამართალი
საქინფორმი აფრთხილებს საპატრულო პოლიციას - ბოროტისმზრახველი, შავი ჯიპით, თბილისელების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს!

1-gruzin-samart-12015 წლის 11 სექტემბერს, პარასკევს, დაახლოებით 17:30 საათზე, პიკის საათში, NISSAN Pathfinder-ის მარკის შავი ჯიპი, სახელმწიფო ნომრით ZU SH, რომელიც დეზერტირების ბაზრიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, დიდი სისწრაფით გადაჭრა თამარ მეფის პროსპექტი და მკვეთრად დაამუხრუჭა საპირისპირო კუთხეში - იმ ადგილას სამგზავრო ნაწილზე, მიმდინარე რემონტთან დაკავშირებით, ასფალტის საფარი აყრილია. შემდეგ, ავტომანქანის მძღოლმა, სპეციალურად აჭერდა რა მუხრუჭის სატერფულს ფეხს, დიდი სისწრაფით აამოძრავა უკანა ბორბლები, რის შედეგადაც ავტომანქანის საბურავების ქვეშიდან ხრეში ქვეითად მოსიარულეებსა და უკან მდგომ ავტომანქანას შეეყარა. მას შემდეგ, რაც ხალხმა ხმამაღლა გამოხატა აღშფოთება, ჯიპი მკვეთრად მოწყდა ადგილს, კინაღამ გაიტანა ბავშვიანი ქალი, თუმცა, გასცდა რა საქართველოს რკინიგზის შენობას, კვლავ მკვეთრად დაამუხრუჭა და იგივე ტრიუკი გაიმეორა. შემდეგ, ისევ დიდი სიჩქარით, განაგრძო მოძრაობა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.
საქინფორმისთვის უცნობია - ეს უბრალოდ ხულიგანი იყო, საზოგადოებრივი წესრიგისა და საგზაო მოძრაობის წესების უხეში დამრღვევი, იმყოფებოდა თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ნარკოტიკებისა ან ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ, თუ იყო თავის დაუსჯელობაში დარწმუნებული ხელისუფლების - ამჟამინდელის თუ წინანდელის - წარმომადგენელი, სიტყვაზე - იგივე კარბელაშვილი... ან ეგებ ეს რომელიმე სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი იყო?

საქინფორმი დაჟინებით ურჩევს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, დაადგინოს მისი ვინაობა, გაერკვეს საქმის ვითარებაში და მიიღოს ზომები, რის შესახებაც განათავსოს შესაბამისი ცნობა, როგორც ყოველთვის, საიტზე www.police.ge

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 14 სექტემბერი
საქართველო, თბილისი