აქტუალური
ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციამ (CRCC) საქართველოს რკინიგზასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - ხელმოწერის ცერემონიას პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო

1-korp-aqtual-3საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის (CRCC) ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
„ეს ჩემი პირველი ვიზიტია ჩინეთში, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების დინამიკა.მთავრობის წევრებმა ჩემი დავალებით გამართეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სერიოზულ აქცენტს ვაკეთებთ ეკონომიკაზე", -აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივებზე. ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციამ გამოხატა დაინტერესება ანაკლიის პორტით. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, უმსხვილეს კომპანია CRCC-თან თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია. ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩინეთის განვითარების ბანკი საიმედო პარტნიორად განიხილოს. 
კორპორაცია CRCC-ი 500 უმსხვილეს კომპანიას შორის მე-80 ადგილზეა მსოფლიოში კაპიტალის ბრუნვით, ხოლო კონტრაქტების რაოდენობით- მე-18 ადგილზე. კორპორაციის წლიური ბრუნვა 130 მილიარდ დოლარს აღემატება.