აქტუალური
ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელს სიაო კანს შეხვდა

1-Kan-aqtual-1საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკური პრიორიტეტები გააცნო.
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, მხარი დაუჭიროს ქართული მხარის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებას და ჩინური ინვესტიციების გაძლიერებას საქართველოში.

ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიას აქვს კარგი გამოცდილება მცირე კომპანიების ბირჟაზე გაყვანის. საუბარი ასევე შეეხო მცირე მეწარმეობის განვითარების პერსპექტივებს.