საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტისას ინტერვიუ მისცა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ს

1-abreSum-sazog-1-analitსაქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ინტერვიუში პრემიერმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმზიდველობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივაზე ისაუბრა.

ეკონომიკურ თემებზე გაგრძელდა საუბარი გადაცემაში ,,Global Watch"-ი. პროგრამა, რომელიც აქტუალურ საერთაშორისო თემებს აშუქებს, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს მონაწილეობით დაინტერესდა. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ,,თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება.

საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე, შავი ზღვის პორტების პოტენციალზე და რკინიგზის მზარდ როლზე იყო საუბარი გამოცემა China Daily-სთან.

„საქართველო არის მშვიდობის, მოლაპარაკებების, კონსენსუსის ადგილი, სადაც ვაჭრობისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი", - განაცხადა ,,China Daily"-სთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა.