აქტუალური
კერძო ტერმინალები გაუქმდება

geziგაფორმების ეკონომიკური ზონის - გეზ-ის შექმნამ, რომელიც ”სახელმწიფო საბაჟო ტერმინალის” ფუნქციას ასრულებს, კერძო ტერმინალები არაკონკურენტულ ვითარებაში ჩააყენა. ისინი კლიენტების გარეშე დარჩნენ, მწირ შემოსავალს იღებენ და დახურვის პირას არიან. კერძო ბიზნესს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ანაცვლებს, რომელიც საჯარო სამართლის იურიუდიული პირია და მომსახურებისთვის ფულის აღების უფლებას უკვე კანონი აძლევს. იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ მათ გეზ-ში განბაჟებისთვის მეტის გადახდა უწევთ. გეზ-ში 3 ათას ლარამდე ღირებულების ტვირთის განბაჟება 150 ლარი დაჯდება, 3-დან 15 ათას ლარამდე ლარის ღირებულებისა -200 ლარი, ხოლო 15 ათას ლარს ზემოთ - 250 ლარი. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ”სახელმწიფო ტერმინალში” ტვირთის განბაჟება კერძოზე იაფი დაჯდება. თუმცა იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ მათ გეზ-ში სერვისი გაუძვირდათ.