უცხოეთი
გერმანელ მოსწავლე გოგონებს სთხოვეს, არ ატარონ მინი-ქვედაბოლოები, რათა არ მოახდინონ მუსლიმანი მიგრანტების პროვოცირება

1-nemka-zar-3-anსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი.  გოგონების მშობლებს, რომლებიც გერმანიის ქალაქ პოკინგის სკოლებში სწავლობენ, წერილები დაუგზავნეს თხოვნით, აუკრძალონ მათ გაკვეთილებზე მინი ქვედაბოლოებითა და მოკლე შორტებით სიარული. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ასეთი სამოსი შეურაცხყოფს მიგრანტი მუსლიმანი ბიჭების გრძნობებს, რომლებიც ამ სკოლებში სწავლობენ, და შეიძლება მათი მხრიდან არასასურველი ყურადღების, ანდა ძალადობრივი თავდასხმების მიზეზიც კი გახდეს.

მოკლე ქვედაბოლოებსა და შორტებზე უარის თქმა ახალ "სასკოლო უსაფრთხოების ზომებს“ წარმოადგენს“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი მშობელი აღაშფოთა ამგვარი ზომების მიღებამ მათი შვილების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლომდე გერმანია  კიდევ 800 ათასი მიგრანტის მიღებას აპირებს.

Pravda.Ru-ს ცნობით, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკრიტიკა მისი მოადგილე ზიგმარ გაბრიელის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანას შეუძლია მიიღოს და განათავსოს ნახევარი მილიონი მიგრანტი ყოველწლიურად.