წალენჯიხის რაიონის რამდენიმე სოფლის სკოლა გათბობის გარეშე დარჩა
„ახალი მემარჯვენეების“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, წალენჯიხის საკრებულოს წევრის დავით ბელქანიას ინფორმაციით, რაიონის სკოლებში, ზამთრის სეზონის დადგომის მიუხედავად, გათბობა ჯერ არ აქვთ.
ესენია: ჯვარის № 3 საშუალო, ნაკიფუს, ფახულანის, წალენჯიხის № 1 საშუალო სკოლები. „ეს სკოლები მე თვითონ შემოვიარე და, მიუხედავად იმისა, რომ რაიონში საკმაოდ აცივდა, ამ სკოლებში გათბობის სეზონი არ დაწყებულა. ასეთივე მდგომარეობაა რაიონის სხვა სოფლების სკოლებშიც,“ – განაცხადა ბელქანიამ.