უცხოეთი
"აბრეშუმის გზის" განვითარების ფონდი რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი ხდება ჩინეთში - პუტინი რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ კირილ დმიტრიევს შეხვდა

1-fond-zar-2-analitსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი.
ვლადიმერ პუტინი: "გამარჯობა, კირილ ალექსანდროვიჩ! როგორ მიდის საქმეები?
კ. დმიტრიევი: "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, საქმიანობის დასაწყისში პარტნიორებთან ერთად, მოვიწონეთ გარიგებები 720 მილიარდ რუბლზე. და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 320 მილიარდი რუბლის გარიგებები დავდეთ. ერთობლივი პარტნიორობით მოვიზიდეთ $ 25 მილიარდი წამყვანი პარტნიორებისგან, რომლის 90 პროცენტი - აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ფონდებია.
ვლადიმერ პუტინი: კეთილი და აზიაში აქტიურად აგრძელებთ მუშაობას?

კ. დმიტრიევი: დიახ.
პუტინი: მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური შეზღუდვებისა, მუშაობა გრძელდება.
კ. დმიტრიევი: რა თქმა უნდა, უფაშიც კი ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას  BRICS-ის ყველა ქვეყანასთან, რომ ჩვენ ინვესტირებას მოვახდენთ ინფრასტრუქტურაში BRICS-ის წამყვან ფონდებთან, მათ შორის, "Silk Road"-ის განვითარების ფონდთან. და "აბრეშუმის გზის"განვითარების ფონდი ხდება ჩვენი ერთი-ერთი მთავარი პარტნიორი ჩინეთში. და, მართლაც, აზიელ პარტნიორებს ძალიან სჯერათ ერთობლივი პროექტების, და ჩვენ მათთან ძალიან აქტიურად და მშვენივრად ვმუშაობთ.
ვლადიმერ პუტინი: კარგი.