სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1-iaguar-samart-2საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ლაშა . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, გელოვანის გამზირზე მოძრავი, „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომლის ჩხრეკისას, ტომრიდან „ა-კა 74“-ის მოდელის, არარეგისტრირებული, უნომრო, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები მგზავრს ეკუთვნოდა.