საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა
საქართველო, 11 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „
112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მცხეთაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იპოვეს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა, დაუკავშირდნენ მის მშობლებს და დაკარგული ბავშვი უვნებლად ჩააბარეს.